| ENG |
სიბრძნის საგანძური > ვეფხისტყაოსანი
ოთხშაბათი  19 ივნისი  2013

სიბრძნის საგანძური

წინამდებარე ვებ-გვერდის მიზანს წარმოადგენს მკითხველს მიაწოდოს ქართული აფორიზმების,  რჩეული აზრებისა და ხატოვანი თქმების ნიმუშები.

ვებ-გვედზე უხვადაა წარმოდგენილი ლექსად თქმული ქართული აფორისტული მეტყველების მარგალიტები, რომლებიც ვფიქრობთ, გამოადგება მომავალ თაობას.

აფორიზმების, რჩეული აზრებისა და ხატოვანი თქმების საფუძვლად გამოყენებულია ცნობილი ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის აკაკი გელოვანის წიგნი "სიბრძნის სიმფონია" ("ხელოვნება", 1989).

www.e-info.ge მომხმარებელს რეგულარულად მიაწვდის ქართული აფორისტული მეტყველების, რჩეული აზრებისა და ხატოვანი თქმების ახალ ნიმუშებს, რომელთა შერჩევა და შევსება უსასრულოდ შეიძლება.

1
* * *

დედამიწა და სინდის-ნამუსი აწონეს, სინდის-ნამუსი მეტი გამოდგაო.

კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო!

მეფე გაგიწყრეს - თემს შეეხვეწე; თემი გაგიწყრეს - გადაიხვეწე.

ცოდნით როცა ავივსებით, სიტკბოებით დავბერდებით.

                                                               ქართული ანდაზები

* * *

არას გარგებს შეჭირვება, რომ ჭმუნვიდე რა გერგების?
არ თუ იცი, უგანგებოდ, არა კაცი არ მოკვდების.
მზეთა სხივთა მომლოდინე ვარდი სამდღეს არ დაჭკნების
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცა გხვდების.

                                                             შოთა რუსთაველი

* * *

სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.

                                                             ილია

* * *

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს, შენზედ შურით მწვდომსაო!...
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

                                 ილია

* * *

მშობლიური ენის და წიგნის უარყოფა თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა.

                                                        იაკობ გოგებაშვილი

* * *

სპილო ხორთუმით კლავს მსხვერპლს, გველი- კოცნით, მეფე- ღიმილით, ხოლო
მოღალატე - პატივის მიგებითა. 

                                                        კონსტანტინე გამსახურდია

* * *

ფილოსოფოსნი შემოკრბეს, ამაზედ ჰქონდათ ცილობა:
პატრონი ყმასა რითა სჯობს და ჭკუას-გამოცდილობა?
ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად-ზრდილობა.
თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა.
 

                                                        ხალხური

* * *

ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

                           ხალხური

* * *

ვძებნე და ვერა ვპოვე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება სოფელში ყოფნა ნებისა.
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა.

                            დავით გურამიშვილი

* * *

იქ, სადაც, ძმებო, უმეტესობას
უკუღმა ესმის პატიოსნება,
ყურს ვინ დაუგდებს სიმართლის მღერას
და ვის რად უნდა შენი მგოსნება?

                            აკაკი


* * *

სწავლა სტუმარს ჰგავს მომსვლელსა,
ჭკუა კი მასპინძელია...
თუ სტუმარს მწყრალად დაუხვდა,
მათი თანხმობა ძნელია!

                            აკაკი

* * *

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! -
მძინარიც იმას ვდუდუნებ.

                           ვაჟა-ფშაველა

* * *

და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.
მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად!

                            ლადო ასათიანი
                       "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი"