მომავლის შენობა "Sky Sity - 1000"
"Sky Sity - 1000" წარმოადგენს 1.000 მერტრის სიმაღლის ცათამბრჯენს, რომლის ძირის დიამეტრი 400 მეტრი იქნება. შენობა შენდება იაპონიაში და გათვლილია 35.000 მცხოვრებზე და 100.000 მომუშავე პერსონალზე
დაწვრილებით...
ადამიანის მიერ ოდესმე ჩაფიქრებული ყველაზე მაღალი შენობა
იაპონიაში გადაწყვეტილია 4 კმ. სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მთა "Fuji"-ს კონფიგურაციას გაიმეორებს. მისი კონსტრუქცია პირდაპირ ზღვაში იქნება განთავსებული, და გათვლილია 700.000-დან 1.000.000-მდე მცხოვრებზე
დაწვრილებით...
1966 წლამდე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯის მეთოდად იყენებდნენ თავის მოკვეთას. მხოლოდ 1966 წლის შემდეგ თავის მოკვეთა შეიცვალა დახვრეტით, რადგან ერთადერთი გელიოტინა გამოვიდა მწყობრიდან.
დაწვრილებით...
"ფორმულა-1"-ის 1976 და 1977 წლების სეზონზე, რბოლაში მონაწილეობას იღებდა ისტორიაში ერთადერთი ექვსბორბლიანი მანქანა Tyrrell P34. ამ მანქანის პილოტმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, დჟოდი შეკრეტმა მოახერხა ერთი გამარჯვების მიღწევა გრან-პრის გათამაშებაში.
დაწვრილებით...
ბელორუსიაში მდებარე ქალაქი ბრესტი, და საფრანგეთის ბრეტანის (Bretagne) მხარეში მდებარე ქალაქი ბრესტი, გერმანული არმიისაგან განთავისუფლებული იქნა ერთ დღეს - 1944 წლის 28 ივნისს.
დაწვრილებით...
2005 წლის მარტიდან 2006 წლის აგვისტომდე ახალი ზელანდია წარმოადგენდა ერთადერთ ქვეყანას მსოფლიოში, რომელშიც ყველა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ ქალებს (ქვეყნის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, უმაღლესი მოსამართლე, გენერალ-გუბერნატორი).
თავისუფლების ქანდაკება (Statue of Liberty, სრული დასახელება - Liberty Enlightening the World), რომელიც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქანდაკებას, ხშირად უწოდებენ "ნიუ-იორკისა და აშშ-ს სიმბოლოს", "თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს", "თავისუფლების ქალბატონს". ეს ქანდაკება წარმოადგენს საფრანგეთის მოქალაქეების საჩუქარს ამერიკის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად. თავისუფლების ქანდაკების ასაგებად, რომლის სიმაღლე პედელსტალთან ერთად 93 მეტრს შეადგენს, გამოყენებული იქნა 31 ტონა რუსული სპილენძი.
ლონდონში, ნისლისა და წვიმების დედაქალაქში, საშუალოდ წლის განმავლობაში ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე რომში და კიევში, ერთნახევარჯერ ნაკლები ვიდრე ნიუ-იორკში, და ორჯერ ნაკლები ვიდრე სოჭში.